ლევან დავითაშვილმა გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა დაათვალიერა

24/06/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა დაათვალიერა და ჟურნალის „ველური ბუნება“ ახალი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო.

„გარემოს დაცვის მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ძალისხმევის გაერთიანებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ისეთი მრავალფეროვანი თემატიკის ჟურნალი, როგორიცაა „ველური ბუნება“. საქართველოს ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანებმა, ამ ჟურნალის სახით, სახელმწიფოსთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან ერთად შექმნეს სივრცე, სადაც ერთობლივი ძალებით, ბუნების მდგრადი გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობებს გაეცნობა მკითხველი. მინდა, მოგილოცოთ შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი საქმისთვის და წარმატებები გისურვოთ. გვიგულეთ თქვენს გვერდით”, – განაცხადა პრეზენტაციაზე ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკის დინამიური განვითრების პარალელურად, უმთავრესი გამოწვევა გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფაა, რაც სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობით და ევრორეგულაციებით უნდა შევძლოთ. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ჟურნალის მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გარემოს დაცვის, ეკოლოგიური საკითხებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ გაეცნოს საინტერესო ინფორმაციას; ასევე, აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს, სოფლის მეურნეობაში, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ გამოწვევებს. ჟურნალის „ველური ბუნება“კონცეფცია და ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციის სტუმრებს მთავარმა რედაქტორმა, გოჩა კობერიძემ გააცნო. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0