ლევან დავითაშვილი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24/10/2019

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქართველი სპეციალისტების გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის ირანული მხარისთვის გაზიარებაზე და კოლეგა სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ირანთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0