ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ახალი სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივის გაზრდას და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების ხელშეწყობას, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმები და ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემები. ჯიჰად აზურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა . მისი თქმით, სსფ მხარს უჭერს მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც ფისკალური დეფიციტის, ინფლაციისა და საგარეო მოწყვლადობების შემცირებაზეა ორიენტირებული. გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
ლევან დავითაშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
06/07/2022