გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, მისი პირველი მოადგილე კახაბერ ჩიქოვანი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი პირიქითა ხევსურეთს ესტუმრნენ, ადგილობრივ მოსახლეობას, რეინჯერებსა და მესაზღვრეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თურქეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ლიტვის, უნგრეთის და ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები ჩაუტანეს.
რამდენიმე კვირის წინ, შატილში სტუმრობისას, მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პანსიონის მოსწავლეების საჭიროებებისა და სურვილების შესახებ მოისმინა. წინასაახალწლოდ კი, „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“, კონპანიების „ბარამბო“ და „შვიდი მითი“ მხარდაჭერით, მათ სასურველი საჩუქრები გადასცა.
მხარის რწმუნებული, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არხოტშიც იმყოფებოდა. მათ ხეობის მოსახლეობას შობა-ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.
ლევან დავითაშვილი პირიქითა ხევსურეთს ესტუმრა
30/12/2018