ლევან დავითაშვილი კომპანია “Abu Dhabi Ports” საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს შეხვდა

30/08/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია “Abu Dhabi Ports” (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გარღმავებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, ასევე ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე. სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „Abu Dhabi Ports“-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გამოიკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები საზღვაო კლასტერის, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგ-ცენტრების განვითარების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0