ლევან დავითაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

05/02/2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, სასათბურე მეურნეობების, მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს მჭიდრო და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0