ლევან დავითაშვილი ევროპისმერძევეთა ასოციაციის (EDA) წარმომადგენლებს შეხვდა

23/11/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპისმერძევეთა ასოციაციის (EDA)წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მერძევეობის მიმართულების განვითარების მნიშვნელობასა და პოტენციალზე.
„სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ფერმერული მეურნეობების განვითარებასა და წახალისებას გულისხმობს. გამოწვევების მიუხედავად, სექტორის განვითარება შთამბეჭდავია. დარგის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში აგრარული დარგის განვითარებისთვის ძალების გაერთიანება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც სამინისტროს მუშაობის დღის წესრიგს წარმოადგენს. მერძევეობის სექტორის განვითარების კუთხით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს რიგი პროექტების შემუშავებაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და განსაკუთრებული ყურადღება შვეიცარიისგანვითარებისადა თანამშრომლობისსააგენტოს (SDC) მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„საქართველოში მერძევეობის სექტორის განვითარება თვალშისაცემია, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში სექტორის განვითარებას და მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) გენერალურმა მდივანმა ალექსანდერ ანტონმა.
ღონისძიება რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციამ „საქრძე“ და EDA-მ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც „საქრძე“ ევროკავშირის მერძევეთა ასოციაციის წვერი გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0