ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები. საუბარი შეეხო, ასევე, წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების და უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების საკითხებს. მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, არის საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ პროცესის დაჩქარება. ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ 75 წევრს აერთიანებს, ის მულტი-დარგობრივია და ეკონომიკის არაერთ სექტორს მოიცავს.
ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა
19/05/2022