ლევან გორგილაძემ ასფალტო ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მოინახულა

14/11/2017

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, დღეს დანდალო-არძენაძეების მიმართულებით, ასფალტო ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მოინახულა.
1 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა 2 საჯარო სკოლას დააკავშირებს და 128 ოჯახი ისარგებლებს.
პროექტი დეპარტამენტის ბიუჯეტით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “გზები“ ასრულებს.
კეთილმოწყობილი გზით დანდალოელები 4 დეკემბრიდან ისარგებლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0