ლაშა ხუციშვილი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს

Tuesday February 21st, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს, ენრიკო აავის და მისიის წევრებს, რომლებმაც 8-21 თებერვლის პერიოდში სამუშაო შეხვედრები გამართეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა: ვალების მართვა, მსხვილ გადამხდელთა ოფისი, რისკების ანალიზი და საგადასახადო აუდიტი. როგორც აღინიშნა, მხარდაჭერის ყველა სფეროში მიღწეული პროგრესი აშკარაა. ამასთან, გამოვლინდა არსებული სისუსტეები და გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს დამატებით ყურადღებას.
მისიის წევრებმა გამოთქვეს მზაობა, დამატებითი ძალისხმევა გაწიონ შემოსავლების სამსახურში პრიორიტეტულ სფეროებში პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების გაგრძელების აუცილებლობას. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0