ლაფანაანთკარის, ჭოპორტის, ბულაჩაურისა და წითელსოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

26/09/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი მოსიძე და დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი მოადგილეებთან ერთად ლაფანაანთკარის, ჭოპორტის, ბულაჩაურისა და წითელსოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. ღია შეხვედრების ინიციატივის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭოპორტისა და ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გაზიფიცირება და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0