ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4054 ლარი ეღირება, პირველი იანვრისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.3966 ლარი იყო.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაში თითქმის ერთი პუნქტით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ფასი 2.6236 ლარი იქნება. ბოლო ორი დღის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6137 ლარს შეადგენდა.
2.3966 ოფიციალური კურსის პირობებში, უცხოური ვალუტის ფასი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დღეს საშუალოდ, 2.45 ლარს შეადგენდა.
ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, უცხოური ვალუტის ფასი ბაზარზე კიდევ უფრო მოიმატებს.