„ლარის კურსის კოორდინაციას, მაკროეკონომიკურ ნაწილს, აკეთებს ეროვნული ბანკი. მე ვფიქრობ, რომ სწორ კოორდინაციას უკეთებს. მცურავი კურსი გაქვს ჩვენ და სხვა შეუძლებელია რომ იყოს. დევალვაციას ნუ თვლიან მხოლოდ დოლართან. ეროვნულმა ბანკმა, სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომ ლარი 9% – ით გამყარდა. მარტო დოლარი არ არის ჩვენი სავაჭრო ვალუტა. ამას განმარტებები სჭირდება. მეც კი არ ვარ საკმარისად პროფესიონალი, რომ კარგი განმარტებები გავაკეთო, მაგრამ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ნუ ადანაშაულებთ. ეს ისაა, რაც ხდება გარეთ, ასეთი მცირე ეკონომიკა კი არა, დიდი ეკონომიკები ვერ უმკლავდებიან. მასზე უნდა გავაკეთოთ შესატყვისი და სწორი რეაქცია – აი, ეს პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებასაც და ეროვნულ ბანკსაც. მე ვფიქრობ, რომ ისინი პროფესიონალურად ახერხებენ ამას,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ლარის კურსის კოორდინაციას, მაკროეკონომიკურ ნაწილს, აკეთებს ეროვნული ბანკი
26/10/2018