ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. ლანჩხუთში მცხოვრები 𝟓𝟎𝟎-მდე ოჯახი 𝟐𝟒 სთ-იან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა. ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 𝟗 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა. პროექტის ფარგლებში 𝟏 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი და 𝟏𝟒 კმ გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. აბონენტები ინდივიდუალურად გამრიცხველიანდნენ.
ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა
16/04/2020