ლანჩხუთში რქოსანი პირუტყვის ცოფის შემთხვევა გამოვლინდა

02/10/2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებას ავრცელებს:
“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2017 წლის 18 სექტემბრის №3250 ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. შრომისუბნის ტერიტორიაზე ერთი სული მსხვილი რქოსანი პირუტყვის პათმასალაში მიკროსკოპული გამოკვლევით დადგინდა ცოფი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის #308 დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის 2017 წლის 20 სექტემბრის N231 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. შრომისუბნის ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა და მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიების გატარება.
აქვე დავძენთ,რომ მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0