ლანჩხუთში მრავალბინიან სახლებს სახურავები ეცვლებათ

03/08/2016

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ ქალაქ ლანჩხუთში გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში სახურავების გამოცვლის სამუშაოები მოინახულეს.
სახლების სახურავები მეტად ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ გამოეცვალათ სახურავები. მათი მოთხოვნა გათვალისწინებულია და აღნიშნულ ბინებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 85 111 ლარია.
სამუშაოებს შპს „კომპანიონი“ ასრულებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფირმას აქვს ვალდებულება სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაასრულოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0