ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

20/01/2020

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ მაჩხვარეთში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 828 000 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მამათი, აკეთი და ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულები სრულად გაზიფიცირდება. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭანჭათსა და გაგურში. გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა ჯამში 310 ოჯახს შეადგენს. უახლოეს მომავალში სამუშაოები ასევე დაიწყება სოფელ მამათსა და ღრმაღელეშიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0