ფეხბურთის ფედერაციასთან მიღწეული შეთანხმებით, ლანჩხუთში, მანქანათმშენებლობის კოლეჯის ყოფილ ტერიტორიაზე, გურიის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება.
ერთ თვეში ხელოვნურსაფრიანი მინდორი და ტრიბუნები მოეწყობა. ამავე დროს შენობის მეორე-მესამე სართულის რეაბილიტაცია მოხდება. აკადემიაში ორი ჯგუფი იფუნქციონირებს. საცხოვრებელი კორპუსი 50 ბავშვზე და მომსახურე პერსონალზეა გათვლილი.
პროექტი ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ლანჩხუთში, გურიის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება
19/03/2018