საავტომობილო გზების დეპარატამენტი, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის 1.8 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. დავით აღმაშენებლის ქუჩა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იწყება, მიდის ქალაქის გარეუბნამდე და უერთდება სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძის წრიული მოძრაობის მოედანს. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ფაქტობრივად ამორტიზებული იყო. პრობლემის მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით განხორციელდება მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის გაფართოება-რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რაბილიტაცია და ახლის მოწყობა; გათვალისწინებულია მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა-მოწყობა; ტროტუარების, ლითონის მოაჯირების, ბეტონის კიუვეტებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები; დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, რაც ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 943 775 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.
ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
25/03/2020