დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ქალაქში, გურიის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე დაწყებულია რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა და რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტის დაგება.
ბატონმა ზაზამ ასევე გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯუნეწერში რკინა-ბეტონის არხის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შპს „იმედი“ აწარმოებს.
მიმდინარე წელს ქალაქში 13 ქუჩაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და დაიგება ასფალტი, რისთვისაც 805 996 ლარი დაიხარჯება.
ლანჩხუთის გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
14/07/2016