გურიაში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. რამოდენიმე სოფელში დატბორილია ასევე საკარმიდამო ნაკვეთები.
ამ წუთებში სოფლებში იმყოფება გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. მობილიზებულია
სამაშველო სამსახურები.
გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა
28/09/2017