ლაგოდეხში 4 ჰექტარზე ახალი მრავალფუნქციური სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს

Friday May 12th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ – მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებული პროგრამა “განახლებული რეგიონები” ლაგოდეხში აქტიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ქალაქ ლაგოდეხში 4 ჰექტარზე ახალი მრავალფუნქციური სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ადგილზე გაეცნენ. პროექტი ითვალისწინებს 4 ჰექტარზე ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობას, რაც გულისხმობს, როგორც დასასვენებელი, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას. დასრულების ეტაპზეა საირიგაციო სისტემისა და სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდება გარე განათება და მოხდება ტერიტორიის გამწვანება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ლაგოდეხში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, ჩამოსული ვიზიტორებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0