კურორტ ბეშუმის რეაბილიტაცია იწყება

07/03/2016

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ ბეშუმის რეაბილიტაცია იწყება. წელს კურორტ ბეშუმისათვის უპრეცენდენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. კურორტის გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია მოწესრიგებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. დაგეგმილია ასევე კურორტისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 10 მაისიდან უნდა დაიწყოს და 80 კალენდარულ დღეში დაასრულოს. კურორტის გზების, წყლისა და კანალიზაციის სისტემის პროექტი ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები კურორტ “ბეშუმის” არსებობის მანძილზე არ ჩატარებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0