საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს სარეაბილიტაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხა გამოაქვეყნა.
სარესტავრაციო, საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფონდი “ქართუ”-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება.
ფონდი “ქართუ”-ს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა შიდა ქართლში:
– კასპის მუნიციპალიტეტის სოფ.ნიჩბისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
– ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვენათკოცას ეკლესიის “ყვავის საყდარა”-ს რეაბილიტაცია .
– ხაშურის მუნიციპელიტეტი, დაბა სურამის “ამაღლების” სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
– ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. საღოლაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
– ხაშურის მუნიციპალიტეტის, წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
– კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხაველის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
– კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
– ქარელის მუნიციპალიტეტის, არადეთის ციხის სამხრეთ -აღმოსავლეთი, ცენტრალური კოშკის და გალავნის კედლის რესტავრაცია.
– ქარელის მუნიციპალიტეტი , სოფელ რუისის კვირიკეწმინდას ეკლესიის რეაბილიტაცია.
– კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
– გორის მუნიციპალიტეტის, სოფ.მერეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
– გორის მუნიციპალიტეტის, სოფ.ტირძნისის “დედაღვთისას” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა შიდა ქართლში;
– თრიალეთის პეტროგლიფების მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
– გორის მუნიციპალიტეტი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია.
– გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
– გორის მუნიციპალიტეტი ატენის სიონის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
– რკონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
– ნაბახტევის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.
– ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები. –
– გორის მუნიციპალიტეტი, სოფ არბო, ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებული არქეოლოგიურად საკვლევ ობიექტზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნუსხა შიდა ქართლში:
-გრაკლიანი.
-გუდაბერტყა.
-კენჭიყარა,
– ხოვლე.