საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად მოინახულებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
დაგეგმილია ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა თურქ კოლეგასთან. შეხვედრის დროს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.
კულტურის სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება
05/09/2017