21 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს უმასპინძლეს.
პრიიტ ტურკი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს; ელჩმა კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. კულტურის მინისტრის თქმით, საქართველო ესტონეთთან, ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპის” ფარგლებში, უკვე აქტიურად თანამშრომლობს, რაც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.
კულტურის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა
21/07/2016