კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება განიხილა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის განმარტებით, შეთანხმების გაფორმება განპირობებულია კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის სურვილით.
„შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურის და საზოგადოების უკეთ გაცნობას, მათი ხალხების კულტურული, სულიერი ცხოვრებისა და ყოფის მახასიათებლების ღრმად გათავისებას, ურთიერთგაგებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.