კულტურის კომიტეტმა თელავის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

Thursday May 11th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, სახელოვნებო განათლების მდგომარეობის გაცნობის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში, პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში” საკომიტეტო მოსმენა გამართა. სხდომაზე ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა და თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა წარადგინეს. მერის მოადგილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში ხუთი სამუსიკო, ერთი სამხატვრო სკოლა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლია. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური სწავლების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ ძირითადი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და პროფესიული კადრების დეფიციტია. თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის მიზნით, თელავის საჯარო სკოლებში ხორციელდება. მისი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში 27 საჯარო და 1 კერძო სკოლაა. აღნიშნულ სკოლებში ხელოვნებას 49 და მუსიკას 43 პედაგოგი ასწავლის. როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სკოლებში შესაბამისი პირობების შექმნა.

„აუცილებელია გავაცნობიეროთ რა პირობებში უწევთ მოსწავლეებს დარგობრივი ცოდნის მიღება და სახელოვნებო განათლების მასწავლებლებს რა საჭიროებები აქვთ. მნიშვნელოვანია, სახელოვნებო განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, რადგან ხელოვნება არის ყველასათვის”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

​კომიტეტის წევრებმა სახელოვნებო განათლების განვითარების კუთხით, მხარდაჭერა გამოუცხადეს ყველა იმ პროგრამასა და პროექტს, რომელიც რეგიონში აღნიშნული სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0