კრწანისის ქუჩაზე დამჭერი კედლის სამუშაოები დაიწყო

21/01/2016

კრწანისის რაიონის გამგეობამ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. კრწანისის ქუჩაზე წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გრუნტის დამჭერი კედლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ახალი საყრდენი კედლის მოწყობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას მოცავს და 2016 წლის 1 ივნისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0