კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები შეშით უზრუნველყვეს

25/10/2016

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან ერთად, კოჯორში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს შეშა მიუტანა. დღეს შეშით სოციალურად დაუცველი სამი ოჯახი დაკმაყოფილდა. პროცესი გაგრძელდება და შეშას კოჯრის, კიკეთის და დიდება-სამადლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, მოსული ნალექის გამო, ადგილზე მუშაობს შპს “თბილსერვის ჯგუფი“. გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაწყრის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0