კოსტავას სკვერში რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო

22/04/2016

კოსტავას სკვერში ( პატარა პარკი) რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის მოადგილეები ანზორ სვანიძე და ვახტანგ ოჩხიკიძე ადგილზე გაეცნენ.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია ძირითადი საფეხმავლო ბილიკის გაფართოვება, ახალი ბილიკების დამატება, გამწვანების განახლება ახალი ნარგავების დამატებით, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია, არსებული შადრევნის კეთილმოწყობა, ცენტრალური შესასვლელის დიზაინის შეცვლა, არსებული კიბეების დეკორატიული ელემენტების მოწყობა და განათების შეცვლა– განახლება.
ამ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებული დეკორატიული ფილების დემონტაჟი.
აღსანიშნავია, რომ კოსტავას სკვერი ტურისტულ ზონას წარმოაეგდგენს და მისი განახლება მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პროერიტეტს წარმოადგენს.
პროექტისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 473 000 ლარი გაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0