სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია. დღეისთვის ტერიტორიაზე დეკორატიული კედლისა და ღობის, სარწყავი სისტემის, შენობებზე ზეძირკველის, ტროტუარებზე განათების ბოძებისა და ბაზალტის ქვის მოწყობის სამუშაოები, ასევე საკვამურების აღდგენა-შელესვა და სადარბაზოებში კარ-ფანჯრების მონტაჟი მიმდინარეობს. კოსტავას გამზირზე სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი დავით ჯიქია ადგილზე გაეცნო. ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტისთვის 4 მლნ 500 000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. 2016 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსთავში სულ 17 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
კოსტავას გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
02/11/2016