კორცხელის ინციდენტზე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია სამართლიანი და ადეკვატურია

07/06/2016

ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის სამართლიანი და ადეკვატური იმისა, რაც მოხდა კორცხელში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია როგორც ”პროვოკატორზე, ასევე დამნაშავეებზე”. დეპუტატის მოსაზრებითვე, მთავარი როლი ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას აქვს.

”ბატონი ბიძინას პოზიცია არის სამართლიანი და ადეკვატური იმისა, რაც მოხდა კორცხელში. პროვოკატორზეც და დამნაშავეზეც პასუხს აგებს ხელისუფლება, – ეს ორჯერ ორი ოთხია. ეს აღნიშნა ივანიშვილმაც და მე მივესალმები მის პოზიციას. ვინ არის დამნაშავე და ვინ აგებს პასუხს, ეს გამოძიების საგანია. გამოძიება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ერთი მიმართულებით“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0