კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში

25/04/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ეკატერინე გრიგალავამ მონაწილეობა მიიღეს „კორპორაციული მდგრადობა და გარემოს დაცვა“ – კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაც გაეროს გლობალური კომპაქტისა (UNGC) და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ განოხრციელდა.
მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „როგორ შეუძლია ბიზნესს თავიდან აირიდოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე?“. ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, განიხილა კონკრეტული საერთაშორისო მაგალითები და ასევე, შეეხო არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
კონფერენციაში საერთაშორისო და ადგილობრივი როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0