კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

27/04/2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. რეგიონის სამივე შემოსასვლელთან დროებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

„გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დროის მონაცემებით, არ ფიქსირდება. რეგიონი „მწვანე“ სტატუსს ინარჩუნებს. თერმოსკრინინგის ფარგლებში მოწმდება რეგიონში შემომსვლელი მოქალაქეები და აღნიშნული პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0