კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს ჩოხატაურში გაიმართა

07/05/2017

საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას კონსტიტუციის პროექტის ძირითადი ასპექტები გააცნო. „ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენს ძირითად კანონზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე, როგორც მოგეხსენებათ დაგეგმილია ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში და მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ძირითადი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გააცნო გურიის რეგიონის მოსახლეობას. მისი განცხადებით კომისიი წინაშე ორი ამოცანა იდგა, პირველი, ისეთი დოკუმენტის შეექმნათ, როემლიც სრულ შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციის პრინციპებთან, მეორე კი, ისეთი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც გაუძლებდა დროს.
„ეს იყო ორი მთავარი მიზანი, რომელიც კომისიას მიეცა პარლამენტის მიერ, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დოკუმენტი უნდა შეიქმნას და საბოლოო ჯამში საპარლამენტო განხილვების შემდეგ ჩვენ სწორედ ასეთ კონსტიტუციას მივიღებთ“.
ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების თითოეული შტოს ფუნქციებზე. „სამი ძირითადი შტო ეს არის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, და სასამართლო ხელისუფლება, როემლიც სამი ძირითადი ორგანოთი არის წარმოდგენილი. პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო, რომელიც ორ ძირითდ სუბიექტს აერთიანებს – ესაა საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა. მთვარი ამოცანა ნებისმიერი კონსტიტუციის არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი ამ ძირითად შტოებს შორის. ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო, ეს არის სამი ძირითადი ელემენტი მმართველობის ამ სისტემის, რომელიც არის ჩამოყალიბებული და მეოთხე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ზეპარტიული პრეზიდენტი“.
„პრაქტიკულად ცვლილებები ეხება თითქმის ყველა მუხლს და პუნქტს კონსტიტუციაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან რთული სამუშაოს შედეგად იქმნება პრაქტიკულად ახალი რედაქცია კონსტიტუციის. ისევე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას. „პირველი თავი ადგენს ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს და უზრუნველყოფს მათ კონკრეტულკი გარანტიებით, ეს იქნება დემოკრატიის პრიონციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრონციპი. რომლებიც დღეს მოქმედ რედაქციაშიცაა მოხსენიებული, თუმცა ერთგვარად ჩაკარგული იყო საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში“.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად მიმოიხილა მეორე თავი, რომელიც ადამიანთა გარანტირებულ უფლებებს უზრუნველყოფს და სადაც უფრო კონკრეტულადაა წარმოდგენილი ძირითადი უფლებები, რომლებიც აქამდე არ იყო გაწერილი ან არ იყო გარანტირებული
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიამ, საქართველოს კონსტიტუციურ კანონზე მუშაობისასა კომისიამ ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის წინადადებები გაითვალისწინა და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რომელბიც ამ კონსტიტუციური ორგანოების დამოუკიდებლობას განამტკიცებს. დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჩანაწერებია ადგილობრივი თვითმმარტველობის კუთხით, რაც განამტკიცებს თვითმმართველობის დამოუკიდებლობას განამტკიცებს სუბსიდირების პრინციპს და განამტკიცებს ფინანსურ გარანტიებს. პარლამანტის თავმჯდომარის თქმით ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და გაძლიერებას და გაგრძელდება დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის.
კონსტიტუციის პროქტში მნიშვნელოვანი დამატებებია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „გვაქვს მნიშვნელოვანი დამატება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, სადაც პირდაპირ, ერთგვარი დავალების სახით არის გაწერილი, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ნატოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი“.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დაეტალურად ისაუბრა ხელისუფლების თითოეული შტოს უფლებამოსილებების, ასევე არჩევნების, საარჩევნო ბარიერის დაწესებისა და საარჩევნო ბლოკების გაუქმების თობაზე.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტში არსებულ პრეზიდენტის თავზე, მისი უფლებამოსილებების და არჩევის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივ მოსახლეობას. მისი თქმით, იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პრეზიდენტებს საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური სახის პრობლემები ჩნდება. საპარლამენტო მმართველობის მოდელში პოლიტიკა განისაზღვრება პარლამენტის მიერ, ხოლო ქვეყნის მართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ. რაც შეეხება პრეზიდენტს, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სისტემაში პრეზიდენტი ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი არ არის.
საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალური მიმოხილვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ სიტყვა ოპონენტებს დაუთმო. რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0