კომპლექსი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ აშენდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა

17/02/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან ერთად სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ კომპლექსში მიმდინარე სასწავლო, საწვრთნელ პროცესს დაესწრო.
სპორტსმენებს ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატი, ზაურ დარგალი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კომპლექსი 40 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. შენობის ჯამური ფართი 1 157 კვადრატული მეტრია და ის წარმოადგენს დახურულ, მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს, რომელიც განკუთვნილია სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის როგორიცაა: კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ აშენდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა.
სპორტსმენებთან შეხვედრას, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ზურაბ ფანგანი, თემურ შუბითიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0