გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. კოლხეთის ეროვნულ პარკში მოეწყო და განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის KFW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოეწყო საპიკნიკე ადგილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ პირსს. პალიასტომის ტბაზე შეკეთდა ფრინველებზე დაკვირვების კოშკურები. ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა „შავი ზღვის ტერმინალის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. კოლხეთის ეროვნული პარკი პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც საქართველოდან იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლადაა წარდგენილი.
კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა
02/07/2019