ქალაქ დუშეთში მიმდინარეობს კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი საავტომობილი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 22 თებერვალს მოინახულა მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შალვა ინაშვილმა.
აღნიშნული ხიდი 2018 წლის 18 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა და დღემდე მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილება. ამჟამად მიმდინარეობს ხიდის საყრდენი კედლების მშენებლობა ბეტონის ჩასხმით, საყრდენი კედლის გვერდით ეწყობა დამცავი გაბიონები, ხოლო ხევის კალაპოტში ბეტონის ტერასები.
ხიდის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს შპს „ზიმო“, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
კობიაანთ დასახლების ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
22/02/2019