კოალიციის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

07/03/2016

„კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია – ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს.
პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, რაც ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ – მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.
ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ გააკეთა მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგია, რაც გამყარდა კიდეც შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით.
ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, ერთხმად ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას ამ პრინციპისადმი და ამავდროულად გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, როგორიცაა ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის დონეზე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0