კინჩხას ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა ეწყობა

25/07/2016

ხონის მუნიციპალიტეტში, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, შპს „ჯ და ჯ“ სოფელ კინჩხაში, მდინარე ოკაცეზე არსებულ ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთებით სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 1 411 000 ლარია, აშენდა ხიდი, იგება აფალტო-ბეტონის გზა და მოეწყობა გზის გვერდითი ნაწილები.
სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0