საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოციალური , ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, კულტურული და სპორტული საკითხები მიმოიხილეს დღეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ სამუშაო თათბირზე, რომელსაც, როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე ა(ა)იპ-ების დირექტორები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგნლები ესწრებოდნენ. მათ გასული კვირის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ დაგეგმილ პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
თათბირზე გამგებლის პირველმა მოადგილემ იუზა უგულავამ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს მიმართა: „მომავალ კვირას უშუალოდ შეგხვდებით და ერთობლივად განვიხილოთ ყველა აქტუალური საკითხი, პრობლემა და კიდევ ერთხელ გადავხედოთ სამომავლო გეგმებს,,.
თათბირი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ შეაჯამა:
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გულისხმიერად აკეთეთ საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული. ყური მიუგდეთ მოსახლეობას, მოისმინეთ და გაითავისეთ მათი პრობლემები. კომპეტენციის ფარგლებში, გაუწიეთ დახმარება.
სახელმწიფო კიდევ ერთ უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს, ვგულისხმობ, გამწვანებას. დღეს, ხონის მაღალმთიან ზონაში, ათასობით ახალი ნერგი ირგვება. საჭიროა მსგავს პროექტებში მაქსიმალურად ჩავერთოთ.
გარემოზე ზრუნვა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. სამწუხაროდ , ეს ბევრს გათავისებული არ აქვს . მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, იმ პირებს , რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ეწევიან. აუცილებელია დავიცვათ ყველა რეგულაცია, რასაც ბუნების და გარემოს დასაცავად კანონი ითვალისწინებს,,.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გულისხმიერად აკეთეთ საქმე
13/04/2016