კიდევ ერთი საკარანტინო ზონა ბოლნისში-სავანეთისა და ქვემო ბოლნისის შემდეგ, დაბა კაზრეთისა და ბალიჭის იზოლაცია მოხდა

16/04/2020

ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საზღვრებთან მოეწყობა ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია RMG საქმიანობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0