კვლავ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია

13/09/2016

კვლავ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და მე ორმაგად ვწუხვარ, რომ ამჯერად ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ მე ჯერ კიდევ მინდა, მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას.
ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება, ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეგვიძლია ბევრი რამ ვავნოთ კიდეც და ჩვენი მხრიდან, საზოგადოებისთვის ვნების მოტანის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა არის ის, როდესაც ჩვენი სიტყვები უფასურდება.
მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ. ეს ეხებოდა კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, მის მუშაობას, კომისიის მუშაობის პროცესში პირადად ჩემს წვლილს, როგორც კომისიის ხელმძღვანელის, ასევე, „რესპუბლიკელებს წვლილს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე თითი თითზე არ დაგვიდია და მეტიც, თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აირჩევა. მე ძნელად წარმომიდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მე მინდა, მივმართო ყველას, ოპონენტებს, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ვიკამათოთ საგნობრივად, ვიკამათოთ ფაქტებზე და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე. და თუ სხვა ვერაფერს მომიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ასე თქვით, ბატონებო.“

ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება, ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეგვიძლია ბევრი რამ ვავნოთ კიდეც და ჩვენი მხრიდან, საზოგადოებისთვის ვნების მოტანის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა არის ის, როდესაც ჩვენი სიტყვები უფასურდება.
მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ. ეს ეხებოდა კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, მის მუშაობას, კომისიის მუშაობის პროცესში პირადად ჩემს წვლილს, როგორც კომისიის ხელმძღვანელის, ასევე, „რესპუბლიკელებს წვლილს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე თითი თითზე არ დაგვიდია და მეტიც, თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აირჩევა.
მე ძნელად წარმომიდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მე მინდა, მივმართო ყველას, ოპონენტებს, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ვიკამათოთ საგნობრივად, ვიკამათოთ ფაქტებზე და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე.
და თუ სხვა ვერაფერს მომიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ასე თქვით, ბატონებო.
– ფაქტები კი შემდეგია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ პირველ რიგში მას დე-ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო ”ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა წელიწადისა და შვიდი თვის განმავლობაში. შეიქმნა კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც არის კონკრეტული ავტორების მიერ შემოტანილი 101 ძალიან კონკრეტული წინადადება. თითოეულ თქვენგანს, საკუთარი თვალით შეგიძლიათ ნახოთ და დარწმუნდეთ, ვინ არის ამ დოკუმენტების ავტორი. ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტან ხმალაძის და “რესპუბლიკელების” მიერ. ეს არის ფაქტი. და ქალბატონი მანანა კობახიძე, რომელიც ასევე აქტიურობდა სამუშაო ჯგუფში. სამწუხაროდ, ისიც ვერ ახერხებდა ქვორუმის შეკრებას. პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის ნაღვაწი კი, მხოლოდ ოროი თუ სამია. დანარჩენი აქ არის არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და “რესპუბლიკელების” წინადადებები. ეს არის თითი თითზე არ დადებული?!
– ასე რომ, მე ბატონ ბიძინას მივმართავ: ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, რომელიც შესაძლოა მან კარგად ვერ გაიგო თუ კარგად ვერ აუხსნეს, თუ მოუთარგმნეს, როდესაც მე ვთქვი, რომ არ ვარ დაინტერესებული ასეთი საკითხების საჯაროდ გამოტანით და ლაპარაკით, იმიტომ რომ, ჩვენ ერთად ვიყავით, ვიღებდით პასუხისმგებლობას, ერთად ვიტანჯებოდით, მეც და ბატონი ბიძინაც, ამ საკითხებზე და მე ამ არჩევნებზე მინდა ძალიან ბევრი სხვა თემით ვესაუბრო საზოგადოებას.
რა უნდა იყოს მომავალში, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა, როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ბედნიერება და ასე შემდეგ. და არა ის, ამ 4-5 წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთი გავიარეთ და ახლა ეს ამბები, ამ ყველაფერში თურმე ასეთი ინტერპრეტაციით უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას.
აი ამას ვგულისხმობ მე, რომ თუ ვინმე შეეცდება ასეთი უსაფუძვლო და ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს მოვლენების შესახებ, მე იძულებული ვიქნები, განვმარტო, განახოთ, დოკუმენტურად დაწერილი და ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას საზოგადოებას, იმიტომ, რომ უსუფაშვილს ამით ვერაფერი ვერ დააკლდება თუ არ მოემატება ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებით. შესაძლოა, ბიძინამაც და სხვებმაც უკეთ იციან როგორ უნდა შეინარჩუნონ აქციების და ქონების ფასი, მე ვიცი, როგორ უნდა შევინარჩუნო ჩემი სიტყვების ფასი. ეს ასე იქნება მუდამ.
„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, პირდაპირს თუ არაპირდაპირს. რესპუბლიკური პარტიის ძალიან მყარი პოზიცია ქონდა ჯერ კიდევ 1993-1995 წლების საკონსტიტუციო რეფორმის დროს კომისიაში, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო არაპირდაპირი წესით არჩეული. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და ზოგადად, საპრეზიდენტო სისტემა არ წაადგება. ვნახეთ ეს ყველაფერი, არ წაადგა ეს სისტემა. საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული არა ხალხის მიერ, პირდაპირ – ეს არის ჩვენი პოზიცია
უკვე 2013 წელს კი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძის განცხადებამ, რომლის მიხედვით პარტიის წევრები მხარს უჭერდენენ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს, კოალიციაში უკმაყოფილება გამოიწვია. კოალიციაში ატყდა ერთი ამბავი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. „თქვენ დასხედით პარლამენტში, ხელში აიღეთ ძალაუფლება და გინდათ პრეზიდენტის დასუსტება და დაიწეყთ რაღაც ამბავიო.“ და ეს ხდებოდა ჯერ მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტია და მარგველაშვილი ჯერ კიდევ კარგი ბიჭია ივანიშვილის თვალში.
აი, მერე უკვე, როდესაც აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი არ ყოფილა კარგი კაცი, მისი მხარდამჭერების სახით, ახლა რესპუბლიკელებს გვბრალდება ის, რომ მარგველაშვილი პირდაპირ არის არჩეული. და რა უნდა გვექნა რესპუბლიკელებს? ჩვენი ცხრა ხმა ქსეროქსზე უნდა გაგვემრავლებინა 215 გვექცია და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ პრეზიდენტი სხვანაირად აირჩევა?- მე მესმის ასეთი რაღაცეებიც : “კვირიკაშვილს რას ერჩის.“
მე ვერჩი კვირიკაშვილს? როდის და როგორ ვერჩი?
მე იმას ვჩივი რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს და ექნება მომავალშიც. თუ პარლამენტში უმრავლესობაში აღმოჩნდება ის გუნდი, რომელსაც საქართველოს „ქართული ოცნება“ სთავაზობს. ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება ეს ამბები. როგორ იკვრება ან ვერ იკვრება, ან ვის გარშემო შეიძლება შეიქმნას გუნდი.“ როდესაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის განმავლობაში „რესპუბლიკური“ პარტიის და „თავისუფალი დემოკრატების“ კარგი პარტნიორი იყო.
თუმცა, დღეს ვითარება შეიცვალა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა სხვაგან გაუხვიეს, რესპუბლიკური პარტია კი მათ არ გაყვა.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ 2012-2016 წლების პარლამენტი და ზოგადად, ხელისუფლება, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესში მოსული ხელისუფლება და ჩვენ წინ მომავალს 2016 წლიდან ვხედავდით. რომელიც უნდა ყოფილიყო გაცილებით სხვანაირი, გაცილებით სხვა პრინციპებზე აგებული, მათ შორის, სახელისუფლებო გუნდი და ა.შ.
მე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს იყო 2016 წლის მარტი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა და რესპუბლიკელებმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს ორპარტიულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
იმიტომ, რომ ჩვენ მივყვებოდით იმ პროგრამას და იმ დებულებებს, იმ ხედვებს, რომლებზეც მანამდე ვმუშაობდით. ეს არაერთხელ გაგვიცხადებია ჩვენ, რომ დიახ, დღევანდელი მდგომარეობა შედეგია არა იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია შეიცვალა, რესპუბლიკურ პარტიას აღმოაჩნდა სხვა ღირებულებები ან თვისებები, ან არ ვიცი, მეგობრები და პარტნიორები, არამედ იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა გაუხვიეს სხვაგან. როდესაც გაუხვიეს სხვაგან, ჩვენ იქ ვეღარც გავყვებოდით და აღარც გავყევით. ამიტომ, პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან მანამდე და მაშინ, როდესაც ემთხვევა ჩვენი ხედვები.
– ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი მოინდომა და იქნებ ეს თავად გაიაზროს.
მას უყვარს მრგვალ მაგიდასთან იმ ადამიანებთან სჯა-ბაასი, ვისაც იმ მომენტში ენდობა ხოლმე. ახლა დღეს, ვისაც ენდობა, ვის აზრსაც ანგარიშს უწევს, მე მგონია, ცუდი არ იქნება თუ დასხდებიან მრგვალი მაგიდის გარშემო და იმსჯელებენ იმაზე, რომ შესაძლებელი არის თუ არა, ვინმე ერთი ადამიანი, გინდა ივანიშვილი, გინდა უსუფაშვილი, იყოს ერთდროულად ორ როლში. ერთი, ობიექტური, ზეპარტიული, მიუკერძოებელი, ექსპერტი, შემფასებელი, საკითხებისთვის სახელის დამრქმევი, პოლიტიკური ინტერესის არმქონე, პოლიტიკურ შედეგში დაუინტერესებელი, ერთი მხრივ და მეორეს მხრივ, ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი, წამყვანი, ნომერ პირველი გამომსვლელი, მხარდამჭერი, მაქებარი და ა შ.
ეს არის თავისთავად შეუძლებელი. და ეს ივანიშვილის ბრალი კი არ არის ასეთი ამბები, ეს ივანიშვილის მიერ არჩეული გზის ბრალია.
ერთი მხრივ, უკვე პრეტენზია, რომ ყველაფერს ობიექტურ სახელს დაარქმევს, მეორე მხრივ, ერთი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა. ეს ორია ერთდროულად შეუძლებელია და ამიტომ არის ჩემი აზრით ეს რეალობა შექმნილი.
ამასობაში კი, არის წინასაარჩევნო კამპანია და წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სწორედ საჯარო სივრცეში ხდება რაღაცების განხილვა, მაგრამ მე არ მგონია, რომ სიცრუის და ტყუილის განხილვა უნდა ხდებოდეს საჯარო სივრცეში.
– სახელმწიფო საქმეებს სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა, და სახელმწიფოებრივი მიდგომა არის ის, რომ დიახ, შიგნით უნდა ბევრი ხან იჩხუბო, ხან იკამათო, თქვენ რა იცით რა ემოციური და როგორი ემოციური ვიყავი შიგნით. ასე, რომ ასე არ არის საქმე , რომ ეს ყველაფერი იყო მშვიდი და დალაგებული და ა.შ.
მაგრამ მე არ ვყოფილვარ საქართველოს პარლამენტში და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ იმისთვის, რომ ხალხი გაგვერთო, ან მიმეწოდებინა ასე ვთქვათ, საინტერესო ინფორმაციები. მე იმიტომ ვიყავი, რომ საქმე გაგვეკეთებინა.
და რაც მთავარია, მე მინდოდა მიმეღო შედეგი, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა კალიცია „ქართული ოცნება“. და არა ის, რომ ერთი კვირის თავზე გამოვსულიყავი და მეთქვა, ა, ბატონო, არ მუშაობენ, არაფერს აკეთებენ , აჰა, ერთი წერილი, ორი წერილი და წავედით სახლში.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0