ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ კვირიკე-ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდასასოფლო გზის სარეაბილიტციო სამუშაოები დაათვალიერა და კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა. ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ათწლეულების მანძილზე ამორტიზირებული იყო, რაც სოფლებს შორის მიმოსვალს აფერხებდა.
შიდასასოფლო გზის 1 800 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დღეს დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიება აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად უწყება 480 ათას ლარს დახარჯავს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „სამკუთხედი“ აწარმოებს.
კვირიკეში გზის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება
25/05/2016