კვანტრიშვილის ქუჩაზე საგზაო საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რგფ დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 86335 ლ. შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაზიანებული მონაკვეთის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე პროცესებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ადგილზე გაეცნო. 2016 წელს მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 16 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, აქედან 14 საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს. გზების რეაბილიტაცია ქვედა საზანოში, ზორვეთში, ბოსლევში კვალითში, კლდეეთში, წიფლავაკეში, არგვეთაში, ილემში მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გიორგი ნიკოლაძის, გურამიშვილის, კვანტრიშვილის, გაჩეჩილაძის, უზნაძის და ნინოშვილის ქუჩებზეც ხორციელდება. გარდა რგფ დაფინანსებული პროექტებისა ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტითაც სოლიდური თანხებია განსაზღვრული.
კვანტრიშვილის ქუჩაზე საგზაო საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
28/06/2016