კვალითის დასახლებაში დასუფთავების აქცია გაიმართა

01/08/2016

მუნიციპალიტეტისა და დასუფთავებისა სამსახურის ორგანიზებით კვალითის დასახლებაში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობას „საქართველოს მოხალისე“ – ებიც იღებდნენ. ღონისძიების ფარგლებში გზის ცენტრალური ნაწილი, მიმდებარე ტერიტორია და სანიაღვრე არხი გაიწმინდა. მსგავსი აქციები რეგულარულად ხორციელდება მუნიციპალიტეტში როგორც ქალაქის, ასევე პარკების, სკვერების, სხვადასხვა ტურისტული თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დასასუფთავებლად და ის მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0