საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები აჩვენებს, რომ ყველა იმ სექტორში, რომელიც ვერ ვითარდება, მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. აღმოჩნდა, რომ ბაზრის მოთხოვნებს სრულად ვერ პასუხობს საქართველოში არსებული ადამიანური კაპიტალი. განსაკუთრებული დეფიციტი საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებში იკვეთება,რომლის მიმართაც დიდია ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი.
საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ გამოწვევის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია ბიზნესთანმჭიდრო თანამშრომლობა და მათი მონაწილეობა განათლების სფეროს განვითარებაში, რათა ხელი შეუწყოს დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, 2014 წელს სწორედ ამ მისიით შეიქმნა, რომ წაახალისოს საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური განათლების მიმართულება და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, უკვე მესამე წელია, წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან, რათა ჩამოყალიბდეს მჭიდრო კავშირი დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის.
ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები წარმატებით თანამშრომლობენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ გრანტით დაფინანსებული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების შექმნაში. ფონდმა 2016 წელს 12 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გასცა 10 პროფესიული განათლების მომწოდებლისთვის და წელს დაიწყება სტუდენტების მიღება ახალ და/ან განახლებულ პროფესიული განათლების პროგრამებზე – სულ 42 პროგრამა. აღსანიშნავია კერძო სექტორის დასაჯარო სექტორის მხრიდან როგორც მონეტარული, ასევე არამონეტარული მხარდაჭერა, რაც განაპირობებს პროგრამების წარმატებას, მდგრადობას და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების უზრუნველყოფას.
„კერძო სექტორი ფონდის საგანმანთლებლო პროგრამებშიწარმატებით და მაღალი მაჩვენებლით იღებს მონაწილეობას. ბიზნესებს შესაძლებლობასვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მიმართულებით. ფონდის უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს საქართველოში, ჩამოყალიბდა ფორმალური პარტნიორობა დამსაქმებლებთან. ისინი სტუდენტებს სთავაზობენ სტაჟირების პროგრამებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფინანსებენ მათ უნივერსიტეტში სწავლასა.
უპრეცედენტოა ჩვენი ფონდის პროფესიულ განათლების პროექტში განხორციელებული ინვესტიცია. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 12 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა პროფესიული განათლების 10 პროექტი. საგრანტო კონკურსის მოთხოვნების მიხედვით, აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენდა კერძო სექტორის მხრიდან თანადაფინანსების არსებობა. შესაბამისად, აღნიშნულ 10 პროექტს კერძო და საჯარო სექტორებისმხრიდან 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს კერძო სექტორი მზად არის განათლებაში ჩადოს ინვესტიცია, რათა მისი მოთხოვნების შესაბამისი კადრი მიიღოს და ამით განავითაროს ბიზნესი. შეგვიძლია განვაცხადოთ, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს.“ – აცხადებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში.
კერძო სექტორმა განათლებაში ინვესტირება დაიწყო
23/08/2017