კენკროვანი კულტურების დაფინანსება მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას რეალურ შედეგს მოუტანს

03/10/2018

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და მუნიციპალიტეტებში კენკროვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის ალტერნატიულ გზებზე იმსჯელა.
მხარის გუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კენკროვანი კულტურების დაფინანსება რეგიონის მოსახლეობას აძლევს შანსს საკუთარი საქმე წამოიწყონ და მცირე ფერმერული და საოჯახო მეურნეობები განავითარონ, საიდანაც შემოსავლის მუდმივი წყარო ექნებათ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივის სიკეთე მაქსიმალურად სწრაფად მივიდეს ხალხთან. კენკროვანი კულტურების ხელშეწყობის ქვეკომპონენტს აქვს პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას რეალურ სარგებელს მოუტანს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინსიტრაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებისთვის და მათთვის პროექტით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად მიწოდებისთვის“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ განხორციელებას კოორდინაციას გაუწევენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0