საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, ლაგოდეხში მცხოვრებ 66 მევენახეს, 23 ჰა. მიწის ფართობზე არსებული ვენახები დაუკანონდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ, მოქალაქეებს მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია პირადად გააცნეს.
კახეთში, 66 მევენახეს 23 ჰექტარი ვენახი 1 ლარად გადაეცა
04/02/2019